ქართველმა მომღერალმა, ბარბარა სამხარაძემ, რომელმაც ტელეშოუ "ნიჭიერში" 2016 წელს გაიმარჯვა, საკუთარი მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა.
ბარბარა სოციალურ ქსელში მის გამომწერებს უზიარებს ინფორმაციას, რომ მალე ახალი სიმღერის გაზიარებას აპირებს:
"ელოდებით ჩემს ახალ სიმღერას? უნდა გამოგიტყდეთ, ცოტა მეშინია. იმედია ყველას გულს მოიგებს, მთავარი როლი თქვენ გაქვთ. თქვენ უნდა დამეხმაროთ მაქსიმალურად გავრცელებაში!" – წერს ბარბარა სამხარაძე.