უსამართლო სხვაობა - რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას და დევიდ ნერეშის ხელფასები ნაპოლიში

4 days ago 6

ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იტალიურ საფეხბურთო მედიებში განხილვის მთავარი საგანია.

ბევრს, სრულიად სამართლიანად მიაჩნია, რომ ქართველ შემტევს გუნდი ძალიან დაბალ ხელფასს უხდის შედარებით სხვა მოთამაშეებთან.

მაგალითისთვის რომ განვიხილოთ, გუნდში ახლად მოსული დევიდ ნერეშის ყოველწლიური ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით €6 490 000 შეადგენს და ეს ყოველივე მაშინ, როცა გუნდის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას €2 050 000 მილიონი აქვს.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ნაპოლის მაისურით უკვე 105 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 30 გოლითა და 29 საგოლე გადაცემით გამოიჩნა. გარდა ამისა, ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის ისტორიულ ჩემპიონობაში შეუცვლელი როლი ითამაშა.

სრულად წაკითხვა