WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისევ გადაავადა სანქციების გამოყენება რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ უცხოეთში მდებარე ობიექტების წინააღმდეგ. საუბარია ავტოგასამართ სადგურებსა და ბულგარეთში „ლუკოილის“ შვილობილ კომპანიებზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით, უცხოეთში „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურებისთვის გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა.

  • ლიცენზია ნიშნავს, რომ ამ ობიექტებზე არ ვრცელდება აშშ-ის მიერ „ლუკოილისთვის“ დაწესებული სანქციები.

აშშ-ის მიერ გაცემული კიდევ ერთი გენერალური ლიცენზიით, 2027 წლის 24 აპრილამდე გაგრძელდა ბულგარეთში „ლუკოილის“ ოთხ შვილობილ კომპანიასთან ტრანზაქციების ნებართვაც. მისი ვადაც ოქტომბრის ბოლოს იწურებოდა.

  • 2025 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაგრძელების გამო სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“.
  • „ლუკოილი“ იძულებული გახდა უცხოური აქტივების გაყიდვა დაეწყო.
  • „ლუკოილი“ ავტოგასამართ სადგურებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და საქართველოშიც და რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ევროპაში.
  • ამ ობიექტებს აშშ-ის სანქციები არ შეხებია.