ფაქტი – პატრული უმოქმედოდ უყურებდა როგორ უსწორდებოდნენ “ტვ პირველის” ჯგუფს

2 weeks ago 6

5

“ქართული ოცნების” ტიტუშკების ჯგუფური თავდასხმა “ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის რეპორტიორებზე – კადრებით, რომელიც “შაბათის ეთერს” მიაწოდეს, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ორი ჯგუფი, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ანგარიშსორებისას ბესიკის ქუჩაზე დგას საპატრულო ეკიპაჟი ნომერით – 7411 და ასევე ეკიპაჟი N- 7415.

“შაბათის ეთერმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექცია სამსახურეობრივი გულგრილობისა და უფლება მოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ განცხადება დატოვა.

რამდენიმე წუთის წინ, ბესიკის ქუჩის ოთხ ნომერში, “შააბათის ეთერის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს ტიტუშკები თავს დაესხნან. ნიღბიანები ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეოპერატორ გიორგი შეწირულს. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენშნება.

გატაცებულია “ტვ პირველის” სამაუწყებლო აპარატურა.

თავდასხმამდე “შააბთის ეთრის” რეპორტიორები აშუქებდნენ შავებში ჩაცმულ ჯგუფებს, რომლებიც რეუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებში ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამასთან, თავადასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, “შაბათის ეთერს” ინფორმირებულმა წყარომ მაიწოდა ინფორმაცია, რომ აქციაზე მიმავალ ახალგაზრდებს სასტიკად კერძო დაცვის თანამშრომლები სუს-ის უფროსის მოადგილის ბრძანებით უსწორდებიან. წყარო სისტემიდან ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლევან ახობაძემ კერძო დაცვის სამსახურის, სპორტული აღნაგობის თანამშრომლები დაიბარა და მომიტინგეების განეიტრალების დავალება პირადად მისცა.

წყარო – ტვ პირველი

სრულად წაკითხვა