WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ფედერალისტები რომ მთავრობაში მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიის პრინციპებსა და დამოკიდებულებაზე საუბრობს, კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

“ფედერალისტები რომ მთავრობაში მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა.

კანონი იქნება უზენაესი, და არა რომელიმე პერსონის სურვილები და ახირებები.

მთავრობაში მოსვლამდეც, ყველა პარტნიორთან (და მტერთან) გვექნება ურთიერთობა წესებით.
წესის დამრღვევს ავაოხრებთ.

წესის დამცველთან ვითანამშრომლებთ.

ალიანსის სადამფუძნებლო დოკუმენტიც არის წესები.

წესებს იცავ, ალიანსში ხარ.

წესს არ იცავ – გაჯმული გაქვს, იმიტომ რომ ალიანსში ყოფნის წინაპირობაა წესები.

უდიდესი სიამაყით მოგახსენებთ, უწესობის ადგილი იქ არასდროს იქნება, სადაც ჩვენ ვართ.

მე თქვენ კანონის უზენაესობას გპირდებით და არა უწესობასთან ლოლიავს.

ანუ გარიცხულია სააკაშვილი.

გარიცხულია ისე, რომ გარიცხვაც არ დაგვჭირვებია – მეტი დარდი არ გვაქვს, ისეთ დოკუმენტს შევერთებოდით, სადაც დეკლარირებული უწესოების გარიცხვა სხვებთან შესათანხმებელია.

სხვებმა თავი იმართლონ, ჩვენ ვიამაყებთ, რომ ჩვენთან წესებია უზენაესი – და ჩვენ მოვიგებთ😂“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ფედერალისტები რომ მთავრობაში მოვალთ, ამ ქვეყანაში დამყარდება კანონის უზენაესობა” – თამარ ჩერგოლეიშვილი
პარალელი