ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო, დაკავებული არავინაა

1 day ago 4

ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო.

ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს.

მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ე.წ. ტიტუშკა დაესხა თავს აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს და მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, თუმცა ისინი ამ დროისთვის დასჯილები არ არიან.

სრულად წაკითხვა