„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და ცვლილებათა შრეები ირანის საზოგადოებაში

1 month ago 24

ირანში საპროტესტო გამოსვლებიდან, ეს მოძრაობა მოინათლა როგორც „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“. ორი წლის შემდეგ, ირანელები რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს - რადიო ფარდას - უამბობენ, რომ პრობლემების მიუხედავად, ირანში ადამიანები ერთმანეთს დაუახლოვდნენ და ხალხი უფრო დაუმორჩილებელი გახდა. მაშინდელმა გამოსვლებმა „აჩვენა, რომ ხალხმა ზუსტად იცის, რა სურს და ქედს აღარ მოუდრეკს ზეწოლას“.

ორი წელი შესრულდა მას მერე, რაც მაჰსა ამინიმ, ახალგაზრდა ირანელმა ქურთმა ქალმა, უდიდესი საფასური გადაიხადა თავსაფრის „არასწორად“ ტარებისთვის.

პატიმრობაში ამინის სიკვდილს, რომელსაც მისი მეგობრები და ოჯახი ქურთულ ყაიდაზე, ჟინას ეძახდნენ, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დემონსტრაციები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და 1979 წელს თავისი დაარსების დღიდან ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმურობა ერთ-ერთი უძლიერესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

ამინი თეირანის მორალის პოლიციამ დააკავა ირანის ჩაცმულობის კოდექსის დარღვევის გამო, რომლის მიხედვითაც, ქალებს თმის თავსაბურავით დაფარვა მოეთხოვებათ. მისი სიკვდილის შემდეგ, პოლიციის მანქანები, რომლებშიც „ჰიჯაბის კანონის“ მკაცრი დამცველები - პოლიციელები ისხდნენ ხოლმე, დროებით გაქრა ქუჩებიდან და საპროტესტო დემონსტრაციები მთელი ირანის მასშტაბით იმართებოდა ყოველდღე, თვეების განმავლობაში - დასაბამი მიეცა მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“.

მას მერე ორი წელი გავიდა. ირანელები, რომლებიც რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ ამ მოძრაობამ წარუშლელი კვალი დატოვა საზოგადოებაზე, სული ჩაუდგა მზარდ დაუმორჩილებლობას და მეგობრობის საგრძნობი განცდა გააღვივა.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნება, იკითხოთ, რა არ შეცვლილა [საპროტესტო გამოსვლების შემდეგ]“, ამბობს ფარჰადი, მოძრაობის მხარდამჭერი, რომლის ნამდვილ ვინაობას, ისევე, როგორც სხვებისა, ვინც რადიო ფარდას ესაუბრა, არ ვამხელთ, მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

ერთმანეთზე ზრუნვა

საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შედეგი იყო ადამიანთა შორის თანადგომის მზარდი გრძნობა. თუკი ადრე გამვლელებს შეიძლება არ მიექციათ ყურადღება ქალისთვის, რომელსაც ვინმე მკაცრად მოუწოდებდა, თმა დაეფარა, დღეს მას ეხმარებიან.

„ხალხს მეტი თანაგრძნობა გაუჩნდა ერთმანეთის მიმართ“, ამბობს ათუსა, რომელიც იხსენებს, როგორ დაეხმარნენ უცნობი ადამიანები, როცა ცოტა ხნის წინ ვიღაც წაეკიდა იმის გამო, რომ მუსლიმური გაგებით, არასწორად ეცვა.

Human Rights Watch-მა 10 სექტემბერს ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ის აგრძელებს არეულობების დროს საპროტესტო გამოსვლებში დაღუპულთა ან დაპატიმრებულთა „ოჯახის წევრების დევნას და დასჯას“.

Human Rights Watch-მა 10 სექტემბერს ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ის აგრძელებს არეულობების დროს საპროტესტო გამოსვლებში დაღუპულთა ან დაპატიმრებულთა „ოჯახის წევრების დევნას და დასჯას“.

„რამდენჯერმე მოხდა, რომ ვიღაც მომიახლოვდა და გამაფრთხილა ჰიჯაბის გამო. გამვლელებმა მხარი მე დამიჭირეს, ზოგი იმ ადამიანს აშოშმინებდა, სხვები მე მამხნევებდნენ“, - უყვება რადიო ფარდას ათუსა, რომელიც ერთადერთი ქალი არ არის, ვისაც გვერდში დაუდგნენ უცნობები.

„ხალხი საჯარო სივრცეებში ერთმანეთს ნაკლებად უპირისპირდება [ჰიჯაბის გამო] და ერთმანეთზე უფრო ზრუნავენ“, - ამბობს მარიამი.

მან რადიო ფარდას უამბო, როგორ გააფრთხილეს რამდენჯერმე უცნობმა ადამიანებმა, რომ მოშორებით, ქუჩის ბოლოში, მორალის პოლიცია იდგა და იქით არ წასულიყო ან თმა დაეფარა.

„ნუღა დაჰყვებით ზეწოლას!“

2022 წლის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დღითი დღე ფართოვდებოდა, მთელ ირანს მოედო, ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გავიდა ყველა ასაკის კაცი და ქალი, განსაკუთრებით მოზარდები. გამოსვლები სასტიკად ჩაახშეს. ოსლოში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის შეფასებით, უშიშროების ძალებმა 500-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. სულ ცოტა, 10 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს არეულობების დროს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმებში სავარაუდო მონაწილეობისთვის.

საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შედეგი იყო ადამიანთა შორის თანადგომის მზარდი გრძნობა. თუკი ადრე გამვლელებს შეიძლება არ მიექციათ ყურადღება ქალისთვის, რომელსაც ვინმე მკაცრად მოუწოდებდა, თმა დაეფარა, დღეს მას ეხმარებიან.

საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შედეგი იყო ადამიანთა შორის თანადგომის მზარდი გრძნობა. თუკი ადრე გამვლელებს შეიძლება არ მიექციათ ყურადღება ქალისთვის, რომელსაც ვინმე მკაცრად მოუწოდებდა, თმა დაეფარა, დღეს მას ეხმარებიან.

Human Rights Watch-მა 10 სექტემბერს ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ ის აგრძელებს არეულობების დროს საპროტესტო გამოსვლებში დაღუპულთა ან დაპატიმრებულთა „ოჯახის წევრების დევნას და დასჯას“.

„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლების“ საპროტესტო გამოსვლებმა „აჩვენა, რომ ხალხმა ზუსტად იცის, რა უნდა და ქედს აღარ მოუდრეკს ზეწოლას“, - თქვა ფარიბამ. მისი აზრით, ეს მოძრაობა ხალხმა „გაითავისა“ და „ვერცერთი ხელისუფლება ვერ შეუშლის ხელს ამ გარდაქმნის შედეგებს“.

ათუსაც იზიარებს ამ აზრს და ამბობს, რომ ქალები ახლა ბევრგან იცვამენ უფრო თავისუფალ ტანსაცმელს და ნაკლებად ისმენენ მკაცრ შენიშვნებს საზოგადოებაში, რადგან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის უარყოფა ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

„როგორც ჩანს, [ხელისუფლებამ] უკან დაიხია, ზოგიერთ ადგილებში, სადაც, ჩვეულებრივ, სიმკაცრე იყო, მაგალითად, შიდა აეროპორტებში“, თქვა მან.

ათუსას თქმით, არის ადგილები როგორც დიდ, ისე პატარა ქალაქებში, სადაც ქალები არა მხოლოდ არღვევენ ჩაცმულობის კოდექსს იმით, რომ თმას არ იფარავენ, არამედ „თავმომწონედაც იმოსებიან“.

ხელისუფლება ცდილობს, გააძლიეროს კონტროლი ჰიჯაბის ტარებაზე. მან სხვადასხვა მეთოდს მიმართა, როგორიცაა მორალის პოლიციის ხელახალი შემოღება, ფირმების დახურვა და აფთიაქებისთვის აკრძალვაც კი, წამლები მიეყიდათ ქალებისთვის, რომლებიც არ იცავენ ჩაცმულობის კოდექსს. ისინი წაახალისებდნენ კიდეც კონსერვატიულად განწყობილ სამოქალაქო პირებს, სიტყვიერად გაეფრთხილებინათ ქალები, რომლებსაც უთავსაბურავოდ დაინახავდნენ, რამაც ძალადობის შემთხვევები გამოიწვია.

„ხელისუფლებას ძალა აქვს და როცა ხედავს, რომ თანადგომის სულისკვეთება იზრდება, ცდილობს, ჩაახშოს ის“, - ამბობს მარიამი. ის წინააღმდეგობის ციკლსა და შემდგომ რეპრესიებზე ლაპარაკობს: „დადებითი მხარე [ხალხის დაუმორჩილებლობა] ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დიდხანს იგრძნობა“.

რადიო ფარდას თანამოსაუბრეთა ნაამბობით, ხელისუფლების მზარდ ზეწოლასთან დაპირისპირება არ მცირდება, მაგრამ ბევრი ირანელი კვლავ განიცდის უიმედობასა და შფოთვას.

რადიო ფარდას თანამოსაუბრეთა ნაამბობით, ხელისუფლების მზარდ ზეწოლასთან დაპირისპირება არ მცირდება, მაგრამ ბევრი ირანელი კვლავ განიცდის უიმედობასა და შფოთვას.

მუდმივი შფოთვა

რადიო ფარდას თანამოსაუბრეთა ნაამბობით, ხელისუფლების მზარდ ზეწოლასთან დაპირისპირება არ მცირდება, მაგრამ ბევრი ირანელი კვლავ განიცდის უიმედობასა და შფოთვას.

„დიდია სოციალური შფოთვა, რომელსაც იწვევს ხვალინდელი დღის გამო გაურკვევლობა, - ამბობს ათუსა, - მე ამას ყველგან ვხედავ ჩემ გარშემო; ესაა შფოთვა, რომელიც გამოწვეულია სოციალური და ეკონომიკური პრობლემებით“.

მისი თქმით, შესამჩნევია ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

სარა თვლის, რომ „არაფერია სტაბილური“, განსაკუთრებით ფასები. „რაც კიდევ უფრო უარესია, იმას უნდა შეეგუო, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები ირანს ტოვებენ“.

სარამ მწარედ იხუმრა, რომ შეკითხვა, თუ რომელ ანტიდეპრესანტს იღებ, მისალმების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა.

მაგრამ პრობლემების მიუხედავად, ხალხი კვლავაც არ ეპუება ხელისუფლებას, ამბობს მეჰრანი, საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი მხარდამჭერი, რომლის პროგნოზითაც საზოგადოება გაიმარჯვებს:

„პროგრესის მიმართ წინააღმდეგობა ყოველთვის განწირული იყო დამარცხებისთვის“, თქვა მან.

სრულად წაკითხვა