ქარელის მუნიციპალიტეტის 13 სკოლაში სასწავლო პროცესი გათბობის გამო შეჩერდა

6 days ago 6

ქარელის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გათბობის არქონის გამო შეჩერდა.

ქარელის რესურცენტრის რესურცენტრის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეჩერდა იმ სკოლებში, რომლებიც ცენტრალური გათბობის სისტემით თბებიან. 

იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც ცენტრალური გათბობით თბება, სასწავლო პროცესი შეჩერებულია, ვინაიდან სკოლებს დენი არ მიეწოდებათ და გათბობის ქვაბს ვერ რთავენ“, – გვითხრა რესურსცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიული ფერხულმა. 

სასწავლო პროცესი შეჩერებულია ავლევის, ატოცის, ბრეთის, ბერძენაულის, დვანის, ზემო ხვედურეთის, კნოლევის, რუისის მეორე, რუისის მესამე, ტახტიძირის, ურბნისის, ცერონისის და ძლევიჯვრის საჯარო სკოლებში. 

ელექტრო ენერგიის მიწოდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს უამინდობის გამო შეუწყდათ – პარასკევს საღამოს მუნიციპალიტეტში თოვლი და ძლიერი ქარი იყო. 

სრულად წაკითხვა