“წმინდა ელექტროენერგია”, – ეს არის ქართველი რეჟისორის, პროდიუსერისა და ოპერატორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი,
რომლითაც პირველ დეკემბერს თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა იყო დაგეგმილი. თუმცა ფილმის ჩვენება არ შედგა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო თბილისის კინოფესტივალმა ქართული კინოფილმების ჩვენება გააუქმა, ფესტივალის გუნდი და ქართველი კინორეჟისორები საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ხელოვანებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს.