“ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება ქეთი ჩხეიძე..” – ნახეთ რას ამბობს ყველასათვის საყვარელი მსახიობი

1 day ago 3

ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე, – ამის შესახებ მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე ფინალის მოლოდინშია.
„არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ ძალიან მძიმე ფინალს. ყველა სპექტაკლში, ცნობილ ნაწარმოებში, ხომ ვიცით როგორც ხდება- მოდის უზურპატორი, მდიდარი, შეძლებული ადამიანი, ზოგჯერ სიკეთით, მომავლის დიდი იმედით,

როდესაც აღარ მიდის აღარასოდეს და ეს ძალაუფლება ხდება მისი ავადმყოფობა, ამთავრებს ისე, როგორც ყველა უზურპატორი.

ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე, ამ სიჩუმემ, მორჩილებამ, მადლიერების გრძნობის დაკარგვის შიშმა, მიგვიყვანა აქამდე.

როგორც შეიძლება, იმის გამო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, პროტესტის გრძნობა არ გაგვიჩნდეს, როგორც უნდა იყო ემოციურ ინტელექტს მოკლებული, რომ არ გამოვარდე გარეთ და არ დაიყვირო – ხალხნო, რაღაც უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

სრულად წაკითხვა