11 სექტემბერი 2024, 13:35

19

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ცესკო დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებულ არჩევნებს ატარებს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. იმიტირებული კენჭისყრა 11 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მოქალაქეები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას, რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურებს.

იხილეთ საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც იმიტირებული კენჭისყრა იმართება.