“ქოცები მალე დარჩებიან მარტო ისტორიის სანაგვეზე, თავიანთი ბინძური პროპაგანდით, რომ თითქოს თავისუფლება უღირსობაა, ხოლო მონობა – ღირსება” – პაატა მანჯგალაძე

2 weeks ago 10

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საპროტესტო აქტივობებს პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე:

ლამის ერთი თვეა ამტკიცებს ქოცპროპაგანდა, რომ პროტესტს ძალა გამოეცალა და ხალხი არ დადის აქციებზე. მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი ერთვება პროტესტში.

გგონიათ, არ იციან რამდენი ვართ? ან ის არ იციან, რომ ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფი და სეგმენტია ჩართული ამ პროტესტში? ან ის, არჩევნები როგორ და რამდენი ათასით გააყალბეს?

იციან, მაგრამ ეს ტყუილები და რუსული ბინძური პროპაგანდა სჭირდებათ იმისთვის, რომ მათ მიერ შექმნილ საინფორმაციო გალიაში მყოფი თავიანთი ბოლო მხარდამჭერებიც არ დაკარგონ. ამიტომ მიზანმიმართულად აყრიან თვალებში ნაცარს და საკენკს, რომ თვალები არ აეხილოს და სინამდვილე არ დაინახოს ხალხმა.

ბოლოს და ბოლოს, ის პოლიციელიც, ის რობოკოპიც ამ საზოგადოების წევრია და მოუწევს იმ რეალობის მიღება, რასაც ხალხი რუსთაველზე ქმნის. ქოცები კი მალე დარჩებიან მარტო ისტორიის სანაგვეზე თავიანთი ბინძური პროპაგანდით, რომ თითქოს თავისუფლება უღირსობაა, ხოლო მონობა – ღირსება”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

სრულად წაკითხვა