“ქოცებო, იქნებ შემოიხედოთ რუსთაველზე” – ბეჟან ჯავახია

2 weeks ago 9

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს მიმართავს:

,,ქოცებო, იქნებ შემოიხედოთ რუსთაველზე. ამდენი ნათელი სახეების და ნიჭიერი, ლამაზი ახალგაზრდობის ნახვამ იქნებ გაალღვოს თქვენი ქოცისაგან გაყინული გულები!

შემოიხედოთ, გაიარეთ რიგებში დაწყებული რუსთაველის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე და აუცილებლად დარწმუნდებით, რომ აქ უკვე ევროპააა!!

თქვენ ამ ისტორიას უკან ვერ შეაბრუნებთ…

ეს თაობა დაბადებულია თავისუფლებისათვის და გამარჯვებისათვის!!!

დაგვეხსენით და ნუ შეაყოვნებით ამ მომავალს!

ეს გამარჯვება თქვენ და თქვენმა ოჯახებმა უნდა გაიზიარონ!!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა