“ქოცებო, სად ხართ? ახლა არ ცემენ ახალგაზრდებს? – ეს რუსული მთავრობა უნდა დასრულდეს!” – გიორგი ნაზღაიძე

2 weeks ago 6

ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე

ეს რუსული მთავრობა, რომელიც ჩვენ არავის აგვირჩევია, უნდა დასრულდეს. ეს მოხდება ძალიან მალე, ზუსტად იცოდეთ ყველამ, ეს მთავრობა დასრულდება და ვიქნებით ევროპული საქართველო. 

ის ქოცები, 7 ნოემბერს რომ ქადაგებდნენ, 6 დღეა უარესს აკეთებენ, ხალხს, ფეხმძიმე გოგოებს რას უშვრებიან და სად ხართ? ახლა სად არიან? ახლა არაა უსამართლობა, ახლა არ იბრძვის საქართველო, ახლა არ ცემენ ქართველებს, ახალგაზრდებს? 

დღეს სახლში ჯდომის დრო აღარ არის, დღეს თუ ვიჯდებით სახლში, აუცილებლად შემოვლენ ისინი ჩვენს სახლებში.

9 აპრილს იმისთვის არ იბრძოლა ხალხმა, რომ დღეს ვიღაცა რუს ღორებს ჩავაბაროთ სახელმწიფო. 

ჩვენ ამას მოვიგებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი, ევროპული საქართველო. 

სად ვართ შეკრებილები, აქ მარტო? თუ ყველა ქალაქში? ყველგან გამოდიან, დღეს ვინც სახლშია და ჩუმად, ისაა რუსეთუმე, ვიმეორებ, დღეს თუ ვიჯდებით სახლში, შემოვლენ ხვალ.

ხალხო, ახლა არაა მუშაობის დრო, ახლა არის ბოიკოტის დრო, უნდა გააჩერონ სკოლები, სამსახურები და უნდა გამოვიდეთ გარეთ, ესენი დასრულდებიან, ეს ეტაპობრივი ჯაჭვია, უბრალოდ არ მინდა, მეტი და მეტი ახალგაზრდა დასახიჩრდეს, რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მალე დასრულდებიან, თორემ, ისე დასრულებულები არიან.

სრულად წაკითხვა