14-დღიანი პატიმრობამისჯილი პოლიტიკური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია, ფეისბუქის პირადი გვერდის მეშვეობით, კონკრეტულ მინიშნებებსა და მწვავე შეფასებებს აკეთებს სამართალდამცავებისა და სასამართლოს მიმართ:
“შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს: ბოლო დღეებში რამდენი პოლიციელი გვინახავს უნიღბოდ? დარბევისას კი არა, ისე, ზოგადად, დღისით, მზისით?
ჩხრეკასაც, მაგალითად, ნიღბიანები ან ნიღბიანების გარემოცვაში რატომ ატარებენ?
ამბავი იმაშია, რომ ქოცობა ზოგადად ნიღაბია: ადამიანის პერსონალურ დონეზე – ვითომ ადამიანობის; ხელისუფლების დონეზე – ვითომ ხელისუფლების; პოლიციელის დონეზე – ვითომ პოლიციელობის და ა.შ.
ქოცი არც ადამიანია, არც პოლიციელი, არც ხელისუფალი. ქოცი არის სამშობლოს გამყიდველი და ვერანაირი ნიღაბი ვერ ფარავს ღალატს. ეგ ნიღაბი ჩამოხსნილია!
სამშობლოს მოღალატე მონა მოსამართლეებო: პროცესებზე ნიღბებით იარეთ! მარბიელ პოლიციელებზე უარესი სისხლისმსმელები და მოღალატეები სწორედ თქვენ ხართ! და, განსაკუთრებულად კისაკონსტიტუციო სასამართლოს ის შვიდი იუდა, ქვეყანა რომ ერთი ხელმოწერით გაყიდა!
ძირს ნიღბიანების დიქტატურა❗
გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს❗
ჩვენ მივდივართ ევროპაში❗
სალამი და მხარდაჭერა ყველა პატრიოტს მარნეულის იზოლატორიდან“, – ნიკა გვარამია.