ღაზისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა გემმა კვიპროსი დატოვა

9 months ago 27

გემმა, რომელზეც ღაზისთვის განკუთვნილი 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარებაა განკუთვნილი კვიპროსი დატოვა. იქ მიმდინარე ომის ფონზე, ღაზაში სხვადასხვა ორგანიზაციების შეფასებით, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა და მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.

საქველმოქმედო გემი "ოუფენ არმი" კვიპროსიდან, ლარნაკადან გავიდა და თან მიაქვს ფქვილი, ბრინჯი და ხორცი. ეს საპილოტე პროგრამაა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია "მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს" მიერაა ორგანიზებული.

გემმა ღაზამდე მისასვლელად 15 საათს უნდა იცუროს, თუმცა იმის გამო, რომ მძიმე ტვირთითაა დატვირთული, შესაძლოა მგზავრობა 2 დღემდეც გაგრძელდეს. კვიპროსი ღაზის ჩრდილო-დასავლეთით, 320 კილომეტრში მდებარეობს.

ამერიკამ განაცხადა, რომ მისი გემი "გენერალ ფრენკ ბესონიც" გზაშია, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად.

სააგენტოები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახმელეთო მიწოდება შეჩერებულია ბიუროკრატიული დაბრკოლებებისა და უსაფრთხოების მიზეზებით. ახლა ყურადღება გადატანილია ალტერნატიულ მარშრუტებზე, მათ შორის საზღვაო და საჰაერო გზებზე.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება ჯერ საბოლოო შედეგთან ახლოს არაა. ვაშინგტონი უკვე კვირებია, რაც ცდილობს, რომ მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა უშედეგოდ.

სრულად წაკითხვა