UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის განცხადებით, ორგანიზაციის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლა გასულ ღამეს, პირადად მოითხოვა და რაც შეიძლება მალე.
"მერაბმა გასულ ღამეს გვიან, ოფისში მომაკითხა და მითხრა, რომ დაიღალა უმარის უპატივცემულო საუბრით და სურდა, მასთან ბრძოლა რაც შეიძლება მალე ჩაენიშნა.
ჩვენ უმარს დავურეკეთ, რომელსაც დაღესტანში ეძინა და გვიპასუხა - ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას!
", - განაცხადა დანამ.შეგახსენებთ, რომ UFC-ის უმსუბუქესი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.