ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე

2 weeks ago 9

„ქართული ოცნების“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით - ის უარყოფს, რომ აგრძელებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.

განცხადებაში იგი „რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადს“ უწოდებს მედიასაშუალებებს, რომლებმაც გაავრცელეს ცნობა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ.

იგი ამას „ტყუილს“ უწოდებს.

„ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი - საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - წერია განცხადებაში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

სრულად წაკითხვა