ყაზახეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა

1 day ago 3

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანი გადარჩა.

კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

სრულად წაკითხვა