“ყველაფერზე წამსვლელია, მაგრამ უჭირთ ძალებში” – ვის აცვია რობოკოპის ფორმა?

2 weeks ago 12

7

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც აქციაზეა, რუსთაველის მოედანზე, ტვ პირველთან, პასუხობს კითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმაზე, რომ შესაძლოა, სულაც არ იყვნენ რობოკოპებში ქართველები და ამბობს:

ივანიშვილი ყველაფერზეა წამსვლელი და თქვენ ხედავთ, როგორ უპირისპირდება ბავშვებს.

უჭირთ ძალებში, გადააცმევენ ხან სასაზღვრო პოლიციას, ხან სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელს და გამოყავთ. ის დაჯგუფება რეალურად, რომელიც ხალხზე ძალადობს, საბედნიეროდ ძალიან ცოტაა, პატრული ცდილობს არ ჩაერიოს და დაკავებულებიც ამბობენ, რომ პატრული ნორმალურად იქცევა. ამიტომაც ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს, სანამ დაიღლებიან. 

სახელმწიფო მუშაკები აკეთებენ განცხადებებს, ბევრი გამოვა კიდევ და ბევრი განცხადება გაკეთდება, ნგრევის პროცესი დაწყებულია და მიდის კარგი სიჩქარით. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ქართველი ხალხი არასოდეს ეუგუება დაჩაგვრას და თავისუფლების წართმევას. 

ამ ადამიანებს, ეძახიან უსამშობლოებს, ეძახიან ისინი, ვიცი მშობლებიც 9 აპრილს წერდნენ “დანოსებს” და ახლა არიან ქართული ოცნების მრჩევლები. 

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ შსს დატოვა პატრულ-ინსპექტორმა, რომელიც მუშაობდა მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე – მოსთხოვეს, თუ არა, მას აქციის მონაწილეთა დარბევა, ის ამაზე არ წერს.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვტოვებ შსს-ს“

სრულად წაკითხვა