შემოვიარეთ მთელი თბილისი და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ! – სოფო ჯაფარიძე

1 month ago 77

“ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრები გრძელდება, შემოვიარეთ პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა არის ასეთი: 26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ!”, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

“ერთიანობა-ნაციონალური” მოძრაობის ლიდერებთან გია ჯაფარიძესა და ირაკლი ნადირაძესთან ერთად თბილისში, სამგორის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ხალხში გამარჯვების განწყობაა: “ჩემს საყვარელ თბილისელებთან შეხვედრები გრძელდება, შემოვიარეთ, პრაქტიკულად, მთელი თბილისი, მივდივართ ყველგან და განწყობა ყველგან არის ერთი:

26 ოქტომბერს ჩვენ ვიმარჯვებთ, ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, დამატებით, 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც მოხმარდება თბილისელებს, ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და აუცილებლად ჩვენ კიდევ ერთხელ ერთიანობით, 26 ოქტომბერს, სამუდამოდ უარს ვეტყვით იზოლაციას, სიღატაკეს, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ამ სრულიად უღირს დამოკიდებულებას, რა დამოკიდებულებაც “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხის მიმართ აქვს”,

– განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ.

სრულად წაკითხვა