» ჯანქი » „შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის „საუკეთესო მსახიობის“ ჯილდო „აზიური ოსკარი“ ავიღე – შენ გიძღვნი საქართველო“ – ია სუხიტაშვილი
ქართულმა ფილმმა „აპრილი“, რომლის რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილია აზიურ ოსკარად წოდებულ დაჯილდოებაზე ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა „საუკეთესო ფილმი“ და „საუკეთესო შესრულება“, სადაც მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა ია სუხიტაშვილმა დაწერა და აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს საქართველოს უძღვნის.
„შესაძლოა ამის დრო არაა მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო „აზიური ოსკარი„ ავიღე ფილმისთვის “აპრილი” – შენ გიძღვნი საქართველო“, – წერს ია სუხიტაშვილი.