შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი - პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისზე

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალება არის "დამნაშავე ადამიანების შეწყალება" და ეს აქტი მხოლოდ მისი დისკრეციაა. ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ გრიგორიადისის შეწყალება "არაერთხელ გაიხსენეს დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში".

"18 წლის ბავშვი, რომ არ უნდა დალპეს ციხეში, შეიძლება მოინანიოს, შეიძლება შეცდომა დაუშვა... შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების და არა უდანაშაულოების. ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე", - თქვა პრეზიდენტმა, რა დროსაც ჟურნალისტმა დამატებითი კითხვა დაუსვა: "თქვენი აზრით ის იყო უდანაშაულო?"

"არ მითქვამს. პირიქით ვამბობ. შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე დანაშაული ჩადენილი. შეფასება პრეზიდენტის, ვინმე უნდა შეიწყალო, თუ არ შეიწყალო, ეს დისკრეციაა. ეს ეხება სინდისს, რისთვისაც ვრჩები შემდეგ მარტო ცემ ტავთან. სხვათაშორის, თუ შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი, აქ რომ იყო მოსული, რომ შემომესიეთ, ახლახანს ერთი წლის წინ, რომ ტქვენ აპირებთ [მიხეილ სააკაშვილის]... ეს იყო გაფრთხილებული "ოცნებაში", მათი ტროლების და ინფლუენსერების. როდის ვთქვი მე რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი, რომ არასდროს არ შევიწყალებ და არ შევიწყალე, აგერ".

სრულად წაკითხვა