მუსიკოსი და სამცხე- ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
"თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ!“ - წერს მომღერალი “ფეისბუქზე“.
მისი თქმით, კოლეგებთან, მათ შორის ნინი ქარსელაძესთან ერთად სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას და წინასაახალწლო კონცერტებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. როგორც ხაჩიძე წერს, “არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს“.
“ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან სადაც ჩემს ქვეყანას დაჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით დავამტკიცებთ!
მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული რომელსაც ვერ იყიდი!