მისი თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს ევროპის წარმატებული მარავალპარტიული დემოკრატია, „სხვა არჩევანი არის ავტოკრატია“.
ელჩი ვიდეომიმართვას იწყებს დედაქალაქსა და რეგიონებში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე საუბრით. მისი თქმით, ბოლო ორი კვირაა ქართველი ხალხი გამოხატავს წინააღმდეგობას „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შესახებ“.
„შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც გამოიყენეს პოლიციამ და არაფორმალურმა ჯგუფებმა მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. როგორც ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ეს ძალადობა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ამბობს ელჩი გარეთ უორდი.
მან გაიხსენა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის, დევიდ ლამის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო აჩერებს საქართველოს მთავრობასთან ორმხრივ თანამშრომლობას:
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მტავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას. ასევე, ვზღუდავთ სამხედრო სფეროში თანაშრომლობას.
მაგალითად, აღარ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მშენებლობაში. ასევე, შევზღუდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას. უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ განვაახლებთ ამ ვითარებაში“.
მასალა განახლდება