მსახიობ შორენა ბეგაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები არ წყდება, ამიტომ ის „ფეისბუქს“ აუქმებს და მხოლოდ „ინსტაგრამით“ ისარგებლებს, ამის შესახებ მან თავად დაწერა:
„არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიქნები მხოლოდ „ინსტაგრამზე“. აქ ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე. ამას კულტურულად ვწერ. რეალურად რასაც მწერენ, ნახავთ კომენტარებში. არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“.