შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

1 week ago 10

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი ადამიანის 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებაში არაა დაკონკრეტებული სად, რა დროს და რა ვითარებაში მოხდა დაკავება.რადიო თავისუფლება ცდილობს უწყებასთან დამატებითი დეტალების გარკვევას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღწერს, რომ "ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა".
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს.

უწყების თანახმად, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის
ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი
ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე
თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა
მუხლებით მიმდინარეობს.

მეცამეტე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის სამასზე მეტი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა