შსს, ასევე აცხადებს, რომ ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, "სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია" ვრცელდება და განმარტავს:
"ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას.
ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე".
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი „ავერსის კლინიკაში" გამოკვლევის ჩასატარებლად იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კლინიკაშიც დაუდასტურეს.
კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარაზიშვილს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (მრტ) კვლევა დღეს, 30 დეკემბერს, შუადღის საათებში ჩაუტარდა.