“შსს-ში 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ”- გიორგი გახარია

1 week ago 9

TV პირველის ეთერში გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებაზე ისაუბრა, გახარიას თქმით 100-ზე მეტ თანამშრომელს წასვლასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

“თქვენ რომ ნახოთ ახლა, რამხელა კადრების გადინებაა... ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში ზიან და იქ მძღოლობენ. ბევრი ადამიანი გაიქცა იმიტომ, რომ ვერ შეეგუა ამას. ვიღაცა გაიქცა, ვიღაცა ვერ გაიქცა, ვიღაცა დარჩა, ვიღაცა ჩაითრიეს, ვიღაცა მოისყიდეს და დააშინეს. ეს არის უდიდესი ტრაგედია.

[პოლიციის] მთავარი მიზანი იყო ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მსახურება თითოეული მოქალაქის და ეს ხალხი ამით ამაყობდა ყოველთვის. ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები.

დაზუსტებით ვიცი, რომ [შსს-ში გათავისუფლების] 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც უბრალოდ არ აკმაყოფილებენ... არჩევნების შემდეგ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, შსს სრულად დეპოლიტიზებული უნდა იყოს“ — თქვა გიორგი გახარიამ.

სრულად წაკითხვა