ჩამტვრეული ნეკნებით 8 დღე იჯდა ციხეში ადამიანი – ბერდია სიჭინავა

1 week ago 7

გიორგი გახარიას პარტიის (“საქართველოსთვის”) აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ მათი თანაპარტიელი მოსამართლემ ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა ისე, რომ ამ უკანასკნელს 3 ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული.

საუბარია რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადამიანზე.

“მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში…
დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული…
ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს…”, – დაწერა ბერდია სიჭინავამ.

სრულად წაკითხვა