“ჩემი ცხოვრების 12 წელი, რომელიც მძულს…” - რას ყვება ზურა ანთელავა

8 hours ago 4

მსახიობი ზურა ანთელავა ჟურნალ “თბილისელებთან” თავის ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს:

“ჩემი ცხოვრების 12 წელი, რომელიც მძულს, ემიგრაციაში გავატარე. მძულდა, როგორც ვიყავი და რასაც ვაკეთებდი. ეს არ იყო ჩემი და ამიტომ საშინელება იყო. ხომ იცით, ადამიანები სულ იმას ვფიქრობთ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევცვლით რამეს, ამასობაში დრო გადის, დიდი დრო და ეს დამღუპველია. დავაღწიე თავი ამ მდგომარეობას, მაგრამ ძალიან გვიან. რომ დავბრუნდი, ნულიდან დავიწყე და არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა, რაც წასვლამდე ვიყავი იმის მეოთხედს მაინც გავუთანაბრდე. ჩემს ასაკში უკვე ყველა ფიქრობს, რომ საჭირო არ ვარ.

დაბრუნების შემდეგ იყო “ჩცდ-ში” კვაზი მანტკავას როლი?

თქვენ იცით, ეს რამდენი წლის წინ იყო? ეს შემთხვევითობა იყო. მე 2012-ში დავბრუნდი. სამოცი წლის რომ ბრუნდები, უკვე ასაკში ხარ. კი, შემოქმედებითი ასაკია, მაგრამ ზოგს უკვე აღარ აინტერესებ. ზოგ შემთხვევაში ფეხს ვერ უწყობ თანამედროვეობას და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ქვემოთ მიდიხარ და ბოლოს ყველაფერი მოგონებებად იქცევა. ეს არის ყველაზე ცუდი. როდესაც მუშაობ, თეატრში თაობიდან თაობაზე გადასვლა მტკივნეული არ არის, მაგრამ როდესაც 4-5-წლიანი პაუზა გაქვს, თავისთავად ცხადია, რომ მეხუთე წელს აღარავის ემახსოვრები და არც სჭირდები. “არაჩვეულებრივ გამოფენაში“ რომ ამბობენ, ყველას მკვდარი ჰგონიხართ, რადგან გამოფენებში არ იღებთ მონაწილეობასო, ასეა ზუსტად ჩვენი, ანუ, მსახიობების ამბავი. თუ არ თამაშობ, ყველას ავიწყდები, ცოცხალი ხარ თუ არა. მთავარი ფიზიკური სიცოცხლე არ არის, შემოქმედი აქტიური უნდა იყოს, უნდა დუღდეს“ - ნათქვამია ინტერვიუში.

სრულად წაკითხვა