ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე Facebook-ის გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ იმ სიაში, სადაც სპეცრაზმელების სახელები და გვარები ეწერა, მისი ძმაც იღებდა მონაწილეობას მშვიდობიანი აქტივისტების დარბევაში:
,,სპეცრაზმელების სია გამოქვეყნდა და, ჩემდა სამწუხაროდ, ამ სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმა. მე ამ ძმასთან სხვადასხვა რიგი მიზეზიდან გამომდინარე, მე და ჩემს ოჯახს არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა პოლიციაში რომ მუშაობდა, ვიცოდი.
მე გული მწყდება და კიდევ ერთხელ, ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ დგას იმ მხარეს, სადაც არის დიქტატორი, ხალხის დარბევა, სადაც ახალგზარდებს უმახინჯებენ ცხოვრებას.
თუმცა, მე ვდგავარ იმ მხარეს, სადაც არის თავისუფალი საქართველო, სადაც ვდგავართ ჩვენ. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ! მნიშვნელობა არ აქვს იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ არა, ჩემი ძმა იქნება თუ ჩემი ოჯახის სხვა ნებისმიერი წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები, ინფორმაცია…”, – აცხადებს გიორგი ნაზღაიძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე