ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ამპუტაცია იქნება საჭიროო...“ - უახლესი ცნობები: როგორია თავდასხმის მსხვერპლი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებს ექიმი

5 months ago 12

გლო­ვოს“ კუ­რი­ერს, თემო სი­გუ­ას, რო­მე­ლიც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის დროს, შეკ­ვე­თის ად­გილ­ზე მი­ტა­ნი­სას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს, ტერ­ფის აღ­დგე­ნის ოპე­რა­ცია დღეს ან ხვალ ჩა­უ­ტარ­დე­ბა. ორი­ვე ფეხი სა­ო­პე­რა­ციო აქვს, დამ­სხვრე­უ­ლი აქვს ძვლე­ბი. მე რო­გორც ვი­ცო­დი აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ახლა რო­გორც ჩემ­მა შვილ­მა მი­თხრა - “ექიმ­მა მე­ლა­პა­რა­კა, ვერ ავა­წყობთ და თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცია იქ­ნე­ბა სა­ჭი­როო“.

ოთხნი კი ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ ერ­თთან ჰქონ­და კა­მა­თი. ია­რა­ღი ამო­ი­ღო და უცებ მეს­რო­ლაო. ერთი პი­რი­ქით, მე ამო­მიდ­გა, მო­ტო­ზე დამ­სვა და მი­თხრა: “გა­აღ­წიე აქე­და­ნო“, - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დედა.

მკურ­ნა­ლი ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, სი­გუ­ას ამ­ჟა­მად ოპე­რა­ცი­ის­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

“პა­ცი­ენ­ტი თე­ი­მუ­რაზ სი­გუა შე­მოყ­ვა­ნი­ლია ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბით ორი­ვე წვი­ვის და ტერ­ფის მი­და­მო­ში. ჭრი­ლო­ბე­ბი სის­ხლმდე­ნი იყო, მოხ­და და­მუ­შა­ვე­ბა. ჭრი­ლო­ბე­ბი გა­მა­ვა­ლია, ტყვი­ის არ­სე­ბო­ბა იქ არ და­დას­ტურ­და. პა­ცი­ენტს წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს ან ხვალ შედ­გე­ბა ტერ­ფის რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია“, - აცხა­დებს “მთა­ვარ არხთან“ ექი­მი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, “გლო­ვოს“ კუ­რი­ერ­სა და თავ­დამ­სხმე­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი იმის გამო და­ი­წყო, რომ შეკ­ვე­თას ერთი ბოთ­ლი ლუდი აკ­ლდა. შეკ­ვე­თის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, კუ­რი­ერს და­უ­რე­კეს, უკან, მი­სა­მარ­თზე მი­აბ­რუ­ნეს, დახ­ვდნენ კორ­პუს­თან და მას ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სრულად წაკითხვა