გასულ წელს მარტოხელა გრიგორი ლეპსმა კიდევ ერთხელ დაკარგა უცოლო კაცის სტატუსი. გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ მომღერალს ახალი საცოლე ჰყავდა და არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მასზე ბევრად ახალგაზრდაც! იმ დროს, როდესაც ლეპსმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა თავისი 18 წლის შეყვარებული ავრორა კიბა, გოგონას სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და გამოცდებს აბარებდა. თავიდან გოგონას MGIMO-ში ჩარიცხვა სურდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და დიზაინის შესასწავლად ლონდონში გაფრინდა. ლეპსის რომანი სწრაფად გადაიზარდა დისტანციურ ურთიერთობაში, მაგრამ ეს ფაქტი თავად მომღერალს დიდად არ აღელვებს. ჯერ ერთი, თავადაც დაკავებული. და მეორეც, ვარსკვლავის თქმით, ის მზად არის იმდენ ხანს დაელოდოს საყვარელ ქალს, რამდენიც საჭიროა, მით უმეტეს, რომ უკვე შესთავაზა ცოლობა და მზად არის, ნებისმიერ მომენტში დაქორწინდეს.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა (44 წელი!) და იშვიათი შეხვედრებისა, გრიგორი ლეპსი აგრძელებს მტკიცებას, რომ მისი ურთიერთობა ავრორასთან სერიოზულია და საერთოდ არ არის დაკავშირებული პიართან, როგორც ინტერნეტმომხმარებლებს ჰგონიათ. უფრო მეტიც, შემსრულებელი იმედოვნებს, რომ ის და მისი რჩეული შეძლებენ ნამდვილი ოჯახის შექმნას და მშობლებიც კი გახდნენ. თავად გოგონა ხუმრობად აღიქვამს ბავშვებზე და მტკიცე ქორწინებაზე საუბარს, ბლოგში თავისი მშვენიერი ცხოვრების ამსახველ კადრებს აქვეყნებს და მხოლოდ ხანდახან აჩვენებს ბეჭდიან თითს შთამბეჭდავი ბრილიანტით.
გრიგორი ლეპსთან ფოტოებს ავრორა არ დებს, მაგრამ აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოებს გათხოვებასა და საქმროზე. მაგალითად, ავრორამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „მე რომ "ჩემს შესაფერისს" ტიპს გავყოლოდი ცოლად", სადაც ის მიანიშნებს, რომ თუ მას ურთიერთობა ექნება თავის თანატოლთან, დამამშვიდებლების დალევა და ბრილიანტის ნაცვლად პლასტმასისთვლიანი ბეჭდის ტარება მოუწევდა.
"ცოცხალი მტკიცებულება მაქვს, რომ მერკანტილური არ ვარ!" - წერს კიბა.
„წნევა როგორი ჰქონდა ამ დილით?“, „ლეპსი ფულს იხდის ამაში?“, „ანუ მიანიშნებს, რომ ლეპსს არ გაჰყვება ცოლად?“, „ვაიმე, და ლეპსი თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს, რომ ფულისთვის აირჩიეს?" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში.
წყარო: mshoblebi.ge