„ჩვენ გვყავს რობიკო, ნონა, კვარა… სულ რომ ბრიოლინით ქოჩორი იგლიჯოს მამა-შვილმა, ახლოს ვერ მიდიხართ” – რა შედარებას აკეთებს ლაშა ნაცვლიშვილი?

1 week ago 5

ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი, ხვიჩა კვრაცხელიასა და რობიკო სტურიას მიმართ ბულინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

"არა, ცოტანი კი ვართ, მაგრამ ჩვენ ვართ ამ მიწის მარილი, უჭკვიანეს-უკრიატიულეს-უნიჭიერეს საზოგადოება და ქოცნახირი გვიპირისპირდება, უნიჭო და გაუნათლებელიო – გაისმის ყველა ოპოსამრეცხაოდან.

ხოდა, მოდი, აბა, დავატოლოთ:

– ჩვენ გვყავს რობიკო – სულ რომ გამაიკვანწოთ დოიან-ვარსიმ-ძე-წულიანად, რობიკოს შნუროკად არ ღირხართ და ეს ჩვენზე კარგად იცით;
– ჩვენ გვყავს ნონა – სულ რომ იდებიუტ-იენდშპილოთ და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ცოლის დედამთილი დაიმატოთ, მაინც ლუზერებად ჩანხართ და ესეც მშვენივრად იცით;
– ჩვენ გვყავს კვარა – სულ რომ ბრიოლინით ქოჩორი იგლიჯოს მამა-შვილმა, ახლოს ვერ მიდიხართ, ახლოს;
ჩვენ გვყავს შათირა, თქვენ – უკაცრავად და, ჯიჯი თევზაძე;
გააგრძელე საქართველოს ისტორია…" - წერს ნაცვლიშვილი. 

სრულად წაკითხვა