"ჩვენ დავსახეთ დღეს "შეტევის სტრატეგია" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

17 hours ago 3

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა:

"ჩვენ ყველანი ერთად გადავდივართ ახალ ეტაპზე, იმ ძირითადი მოთხოვნით, რომელსაც ჰქვია ხელახალი არჩევნების დანიშნა, რამეთუ ამ პირობებში არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, თუ არა არჩევნების დანიშვნა. ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც გაუვლია ესოდენ კრიზისი, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ყველამ იცის ძალიან კარგად, რომ არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი რომ გამოხვიდე კრიზისიდან. როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისათვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრებულია და ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების გზა.

მისთვის ჩვენ დავსახეთ დღეს "შეტევის სტრატეგია", სადაც ყველა მიმართულებით, ეს იქნება უცხოელ პარტნიორებთან, შიგნით სამართლებრივად რომ ყველაფერი ჩამოყალიბებული გვქონდეს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ უცებ დაინიშნოს არჩევნები და ჩვენ მზად არ ვიყოთ, ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად მივდივართ და მივდივართ მოკლე გზაზე. ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ, დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ "ქართული ოცნება" ძალიან აჩქარებული ტემპით არის გადასული - ახალი კანონების მიღებას ცდილობს იმისთვის, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ მთლიანად არ ჩამოიშალოს მისი სისტემა. სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამის კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და ამას ბევრი ბჭობა არ სჭირდება. მე პირადად მზად ვარ როცა უნდა შევხვდე" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა