ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ რევულიციის მცდელობა წარმატებით ჩაშალეს.
“დამთავრებულია ყველაფერი, ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოჰყავთ. დამთავრებულია ყველაფერი! ჩვენ უკვე ჩავშალეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა.
4 პოლიტიკური პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი “ენჯეო“ – 800 კაცი… მარტო მათი თანამშრომლები და აქტივი რომ აიღო, რამდენჯერმე 800 კაცია და ეს 4 პარტია და 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი “ენჯეოც“ კი 800 ადამიანზე მეტს ვერ უყრის თავს რუსთაველის გამზირზე. დამთავრებულია! finita la commedia – როგორც იტალიელები იტყვიან“,- განაცხადა კობახიძემ.