ლაციოსთან მიღებული ტრავმის შემდეგ, ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნების სავარაუდო თარიღს ამ დრომდე არ ასახელებს, თუმცა, II Mattino ირწმუნება, რომ ფეხბურთელი დაახლოებით 1 თვეს გამოტოვებს.
ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ წლის დარჩენილ ნაწილს ხვიჩა გამოტოვებს და ახალი წლიდან შეეცდება მოედანზე გამოსვლას.
ყველაზე სარწმუნო მაინც ნაპოლის ინფორმაცია იქნება, რომელსაც კლუბი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.