ცნობილია - რა უთხრეს ერთმანეთს ჟორჟმა და დონარუმამ კამათისას

6 days ago 8

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პსჟ"-მ "ლიონი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ლიონელთა მხირდან ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, გოლის ეპიზოდში კი პარიზელების კარის დარაჯთან, ჯალუიჯი დონარუმასთან ჰქონდა შელაპარაკება.

რამდენიმე ფრანგული გამოცემა იუწყება, თუ რაზე ისაუბრეს დაპირისპირებულმა მხარეებმა.

მედიის ცნობით, როცა მიქაუტაძემ გოლი გაიტანა მან დონარუმასკენ გაიხედა და გაიცინა, რაზეც ჯალუიჯი გაბრაზდა, უხეშად ჰკითხა თუ რა აცინებდა და ხელი ჰკრა.

როგორც ცნობილია, დონარუმამ ქართველს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ჟორჟმა იტალიელს მოუბოდიშა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

სრულად წაკითხვა