ცნობილია, როდის დაიწყებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში თამაშს

1 week ago 6

მსოფლიოს 2026 წლის წილისყრა დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. 

კენჭისყრის შედეგების შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი E ჯგუფში ითამაშებს, სადაც ბულგარეთს, თურქეთსა და ნიდერლანდები/ესპანეთის გამარჯვებულს შეხვდება.

განრიგის მიხედვით ცნობილია, რომ საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევზე ასპარეზობას 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს.

"ჯვაროსნები" ჯგუფში 6 თამაშს ჩაატარებენ და ასპარეზობას 2025 წლის ნოემბერში დაასრულებენ.

რაც შეეხება ესპანეთისა და ნიდერლანდების 2-მატჩიან დაპირისპირებას, მათი შეხვდერები 2025 წლის მარტშია ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა