"შავი ლომის" სამწვრთნელო შტაბმა 11 იანვარს "მიხეილ მესხზე" ტოპ 14-ის "ბაიონასთან" გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჩელენჯ თასის მესამე ტურის შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ფლეი ოფს მიუახლოვდება.
4 კვირის წინ უელსში ‘სქარლეთსთან’ სტუმრობის შემდეგ უცვლელი დარჩა უკანა ხაზი. ღერძზე თამაშს თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ; ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემე თაფლაძე შეწყვილდებიან; ფრთებზე ამირან შვანგირაძესა და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ; ხოლო ფულბეკი ლუკა ცირეკიძე იქნება.
უცვლელია ხაზის მარქაფაც: დავით ხუროშვილი, იოანე მეტრეველი და ალექსანდრე თოდუა.
რამდენიმე ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭისა და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი და დათო აბდუშელიშვილი ბრუნდებიან, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ გიორგი ჩხარტიშვილი იქნება; მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილს ამჯერად გურამ ღანიაშვილი შეუწყვილდება; მესამე ხაზში გამოჩნდა მიხეილ გაჩეჩილაძე, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილსა და ლუკა ივანიშვილს შეუერთდება.
შერკინების მარქაფაში პირველ ხაზში არიან ირაკლი ქვათაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ბაჩუკი ჭუმბაძე; მეორეში ლადო ჩაჩანიძე’ ხოლო მესამეში გიორგი სინაურიძე.
23-კაციან განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც "შავი ლომის" შემადგენლობაში ჩელენჯ თასზე ჯერ არ უთამაშიათ, ახლა კი დამწყებთა შორის არიან - მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი და მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე.
- ვკითხულობთ რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.