ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
,,
ყველაზე პოპულარული წამოძახება ნებისმიერი დონის პოლიტიკურ დებატებში დღეისათვის გახლავთ: “ნაცები შენსკენ მოიკითხე”.
ამიტომ, “ნაცის” რაობა დაზუსტებას მოითხოვს, – მე ჩემს დეფინიციას შემოგთავაზებთ:
დავიწყებ იმით, რომ “ნაცი” ჩემთვის პოლიტიკური კუთვნილების ნიშანი საერთოდ არ არის.
“ნაცი” – პირველ რიგში, დიდსულოვნების და, შესაბამისად, კეთილშობილების დეფიციტია – უკიდურესი ეგოცენტრიზმი, სხვისი გაუთვალისწინებლობა, მადლის დაუნახავობა, დანაშაულის ვერაღიარება, სინანულის და უხერხულობის გრძნობის ფიზიოლოგიურ დონეზე არქონა.
ნებისმიერ ადამიანს, კრიმინალური მენტალიტეტის მქონესაც, აქვს წარმოდგენა კეთილისა და ბოროტის შესახებ, შეიძლება მრუდე, უსწორო, მაგრამ მაინც – შკალა. “არ მოსულა” – ეს შემაკავებელი ნებისმიერ ნორმალურ ადამიანთან მუშაობს.
მხოლოდ “ნაცს” არ აქვს ეს შკალა, მას არ აქვს ფსკერი, მან არ იცის, რომ რაღაცეები “არ მოსულა” და ისე კადრულობს უკადრებელს, რომ წარმოდგენა არა აქვს, უკადრებელი რომაა ის, რაც იკადრა.
მეტსაც გეტყვით – ჩემთვის “ნაცი” არათუ ზეპარტიული, ზეეროვნული (გლობალური) მოვლენაა და ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ არსებობენ “ამერ-იმერი ნაცები”.
“ნაცია”, მაგალითად, დოდსონი, ბოლივარი ორს ვერ ათრევსო, ო’ჰენრიმ რომ ათქმევინა და “არანაცია” იმავე ავტორის ბობი, “ლუნატიკი” ძმაკაცის მიერ ჩადენილი ქურდობა შეუთანხმებლად რომ საკუთარ თავზე აიღო.
“ნაცია” – მუშნი ზარანდიაც…
დაბოლოს: ცოლების მიერ დაღუპულ მამაკაცებზე პოსტში შვილმკვდარი მამა რომ მოვიხსენიე, ეგ იყო “ნაცური საქციელი” ჩემი მხრიდან, უნებლიე, მაგრამ მაინც “ნაცობა” და ამის გამო სირცხვილის გრძნობა კუბოს კარამდე გამყვება…”
,, წარმოგიდეგენთ ცოლების მიერ განაცებულების (ანუ დაღუპულთა) სიას” – ლაშა ნაცვლიშვილი