ლევან ვასაძის ქალიშვილი თათა ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გმობს ძალადობას და მიაჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ.
“ძალადობას რომ ვგმობ და ვემიჯნები, ისევე როგორც ყველა ჯანსაღი ადამიანი, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. სოციალურ ქსელს, განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, შეგნებულად არ გამოვიყენებ ჩემი ზოგადი, პოლიტიკური აზრების თქვენთვის გასაზიარებლად, გარდა იმისა, რომ ამისი სრული უფლება მაქვს, არც ვიცი რამდენი სიტყვა ეყოფა ჩემი თვალსაწიერიდან დანახულ ქართულ და მითუმეტეს მსოფლიო პოლიტიკას.
მეგობრებს და ახლობლებს ვინც ხართ ჩასაფრებულნი და მზად ხართ ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობის ან პასიურობის გამო გათელოთ, გაიაზრეთ როგორ მარტივად შეიძლება ერთმანეთის დაკარგვა ამ განუკითხაობაში.
ჩემი აზრით სიყვარულის გარეშე, ყველა იმ მოძალადეებს დავემსგავსებით, გულებს რომ გვიხეთქავენ, ჯვარი გვწერია.
მტერს გარედანაც და შიგნიდანაც უხარია ჩვენი დანახვა დღეს.
მშვიდობას და სიყვარულს ვუსურვებ ჩემს სამშობლოს და ყველას ვისაც ის სტკივა“, – წერს თათა ვასაძე.