“ძალიან მრცხვენია” – მსახიობები ერისთავის თეატრის განცხადებას ემიჯნებიან 

3 weeks ago 8

მსახიობები ერისთავის თეატრის განცხადებას ემიჯნებიან, სადაც ნათქვამია, რომ 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს დაგეგმილი სპექტაკლები ტექნიკური პრობლემების გამო გაუქმდა. 

“ვერ ესწრება დღევანდელი სპექტაკლისთვის განათების ტექნიკურად აწყობა, რის გამოც გადავდეთ”.

თეატრის ადმინისტრაციის ამ განცხადებას მსახიობების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. როგორც ისინი წერენ, სპექტაკლები რეალურად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო გაუქმდა და ეს მსახიობების მოთხოვნა იყო. 

ძალიან მრცხვენია.  მე ერისთავის თეატრის მსახიობი, ვაცხადებ, რომ განათების არსებობის შემთხვევაშიც არ ვითამაშებდი სპექტაკლს!“, – წერს თეატრის განცხადების საპასუხოდ მსახიობი ქეთევან ლუარსაბიშვილი.

მე, როგორ ერისთავის თეატრის მსახიობი, კატეგორიულად ვემიჯნები ამ მიზეზს და ამ პოსტს!“, – წერს მსახიობი მარი არღუთაშვილი.

სპექტაკლი “ვაჟიშვილი” და “მამა” მოიხსნა ჩვენივე, მსახიობების მოთხოვნით და ქვეყანაში არსებული ვითარების გამო”, – წერს მსახიობი დაჩი ბაბუნაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ერისთავის თეატრის ამ განცხადებას მაყურებლის პროტესტიც მოჰყვა. ისინი ადმინისტრაციას მიმდინარე პროცესების მიმართ ჯანსაღი პოზიციის ქონას და აქციის მონაწილეებზე ძალადობის დაგმობას სთხოვენ.

სრულად წაკითხვა