ძალოვნებს ნარკოტიკებს აძლევენ, რომ არ დაიღალონო – რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რეპუტაციასა და მთელ საქართველოს – ქადაგიძე ზურაბიშვილზე

2 weeks ago 7

2

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ საზოგადოებრივ რადიოში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც პოლიციელებს ურიგებენ ამფეტამინს და ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ქადაგიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ უკადრია იმდენი, რასაც ახლა სალომე ზურაბიშვილი კადრულობს, იგი უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფო უსაფრთხოებას, რეპუტაციას და სრულიად საქართველოს.

„ძალოვნებს ნარკოტიკებს აძლევენ, რომ არ დაიღალონო…რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, სახელმწიფოს უსაფრთხოებას, რეპუტაციასა და მთელ საქართველოს.საკუთარ დაცვის წევრებს მაინც ეცი პატივი, ისინიც ძალოვნები არიან, შე მართლა გვარამიას ნათლულო!სააკაშვილს არ უკადრია ამდენი. ყველანაირი ზღვარი ხომ მოშალე და ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ოღონდ შენი ბინძური ეგო დაიკმაყოფილო?!სააკაშვილზე უარესად დაამთავრებ და ვერავინ გიშველის, გულშემატკივარიც კი აღარ დაგრჩება, კარგად დაიმახსოვრე,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

სრულად წაკითხვა