როდესაც ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" ჩავიდა, მას შეკრებაე ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი დახვდა.
მათ ერთად დაახლოებით 2 კვირა გაატარეს, შემდეგ კი ესპანელი "პსჟ"-ში გადავიდა.
მოგეხსენებათ, კვარამაც პარიზს მიაშურა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშის შემდეგ რუისთან ფოტოც გადაიღო.
ფაბიანმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დააწერა:
"მე გელოდი შენ, ძმაო ხვიჩა. "ნაპოლი" მუდამ გულშია".