წყალი შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

1 day ago 2

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.

„გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდა ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყო საკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად ისანი-სამგორისა და კრწანისის რაიონების 128000 აბონენტის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტში „ჯივიპიმ" 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ხვალ 28 დეკემბერს, ბოლო ეტაპის გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ახლად მოწყობილი ქსელი ექსპლუატაციაში შევა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ხვალ, 28 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 29 დეკემბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილის მესამე მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ.აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის და ბერიშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-N76 (ლუწ ნომრებს), აეროდრომის მე-8 და მე-10 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა