"პატრიარქის ევროპული გზის რჩევა არ ისმინეს" - შიო კვარაცხელია რუსულ გეზს აკრიტიკებს

2 days ago 3

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, შიო კვარაცხელიამ ქადაგებისას ასეთი რამ განაცხადა:

ყველამ ვნახეთ პატრიარქის წერილი, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს რჩევა არ ისმინეს. ვხედავთ ქართველი ხალხი როგორ გამოხატავს პროტესტს, მაგრამ მმართველ ძალას არც საკუთარი ხალხის ხმის ესმის. ვხედავთ ცივილური სამყაროს მოწოდებებს, არც მათ რჩევებს ითვალისწინებენ. ამის სანაცვლოდ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის და საბჭოთა არმიის ენაზე ესაუბრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ გონება აქვთ წართმეული.


დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს.

- ამბობს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია.

სრულად წაკითხვა