წყალტუბოს "სამგურალის" სპორტული დირექტორის პოსტზე გიორგი ნერგაძე დაინიშნა.
42 წლის სპეციალისტი "სამგურალში" მწვრთნელ-ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობდა.
გიორგი ნერგაძემ ფეხბურთელის კარიერა წყალტუბოს "სამგურალში" დაასრულა და მწვრთნელობაც აქ დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი და "სამგურალი 2"-ის მთავარი მწვრთნელი.
ამჟამად ის გადის უეფას PRO ლიცენზიის კურსს.
"ვულოცავთ, ბატონ გიორგის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!"
- წერს კლუბის პრეს-სამსახური.