ხატია ბუნიათიშვილი საქართველოზე

1 week ago 5

პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგული ტელევიზიის France 2-ის გადაცემაში „20:30 კვირა“ საქართველოზე ისაუბრა:

„საქართველოში მიმდინარე მოვლებენის გამო, ვგრძნობ იმედგაცრუებას. სასოწარკვეთილი ვარ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ არ შემწევს ძალა რაიმე შევცვალო. ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს სურთ თავიანთი რეალობის შეცვლა. მათ იციან რა უნდათ, მათ უნდათ ევროპა, მათ სურთ არჩევანის თავისუფლება და ამისთვის ისინი ისჯებიან, არადა, ქართველები საუკუნეების განმავლობაში ამისკენ მიისწრაფოდნენ.

მე არ მეგონა, რომ ხელისუფლებას შეეძლო საკუთარი მოქალაქეების ასე დასჯა. ჩემს სამშობლოში ახალგაზრდებს, რომლებიც სულაც არ არიან პოლიტიკასთან დაკავშირებული, ციხეში სვამენ, ისინი უბრალოდ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას იცავენ, მათ სურთ საკუთარი აზრის გამოხატვა. ჩვენი მოქალაქეების დასჯა და მათზე ძალადობა სრულიად წარმოუდგენელი, მიუღებელი და გამაოგნებელია.”

პ.ს. ხატიამ ფრანგულ ტელეარხთან უახლეს ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენები მუსიკით გადმოსცა. კრიზისს საქართველოში ხატიამ ბახის “პრელუდია და ფუგის” მიუძღვნა.

სრულად წაკითხვა